logo
ENG



კონტი ჯგუფს ანაკლიის პროექტიდან გასვლა სურს, თუმცა საკუთარი წილი ამ დრომდე  ვერ გაასხვისა

26 ოქტ 201920:31
3 წუთის საკითხავი
 
pgcpy7kmxt36jju.jpg

ინვესტორს, რომელიც ანაკლიის პორტის კონსორციუმში აქციების 42-პროცენტიან წილს ფლობს, პროექტიდან გასვლა სურს, თუმცა საკუთარი წილი ამ დრომდე  ვერ გაასხვისა. „კონტი ჯგუფი“  არ აკონკრეტებს, ჰყავს თუ არა პოტენციური მყიდველი. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, მოლაპარაკება სამ მსხვილ ინვესტორთან მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანი ამერიკული საინვესტიციო ფონდია.

სამეთვალყურეო საბჭოს მტკიცებით, ინვესტორები მზად არიან  ანაკლიის პორტი ააშენონ, მაგრამ ხელშეკრულებების გაფორმებას მხოლოდ ხელისუფლების არახელსაყრელი განცხადებები აფერხებს.  მთავრობის ხელმძღვანელი კი დღესაც ამტკიცებს რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

აშშ-სთვის პროექტის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საქართველოში შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუთმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.

როგორ დასრულდება მოლაპარაკები კონსორციუმსა და პოტენციურ ინვესტორებს შორის, უახლოესი 2 თვის განმავლობაში უნდა გაირკვეს. კონსორციუმს მთავრობისთვის ხელმოწერილი დოკუმენტაციის წარსადგენად ვადა 2019 წლის ბოლომდე აქვს. 


close დახურვა